საზოგადოება
წითელას საწინააღმდეგო აცრაზე საგარეჯოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებიც გააფრთხილეს
წითელას ეპიდაფეთქების მართვის მიზნით საკოორდიანციო ჯგუფი საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც შეიქმნა.


საგარეჯოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ელზა გილაშვილის განმარტებით, კომისიამ მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები გადაამოწმა.
„ჩვენს მუნიციპალიტეტში 28 ბაღი სრული დატვირთვით მუშაობს, ასევე გვაქვს ორი სკოლისთვის მზაობის ჯგუფი აზერბაიჯანულ ზონაში. საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან ერთად გაერთიანებამ ყველა ბაღი გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ ქართულ ზონაზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბავშვია ასაცრელი. რაც შეეხება აზერბაიჯანულს, იქ ხუთ წლამდე ასაკის გაცილებით მეტი აღსაზრდელია, რომელსაც ვაქცინაცია არ აქვს ჩატარებული. მშობლები ინფორმირებულები არიან, იციან, რომ თუ ბავშვი არ აიცრა, ბაღში ვეღარ ივლის.“

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამწვავებული ვირუსით არც ერთი აღსაზრდელი არ ჰყოლიათ, არდადეგების შემდეგ ბავშვების დასწრება შემცირებული იყო. ამჯერად კონტინგენტმა უკვე მოიმატა.

აქვე შეგახსენებთ, რომ წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთის რეგიონში საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა.



| Print |
FaceBook Twitter Google