საზოგადოება
სოფელ ყარაჯალაში მოკლული 19 წლის ახალგაზრდის ნათესავები აქციას მართავენ
ამ წუთებში თელავის მუნიციპალეტის სოფელ ყარაჯალაში, რამდენიმე დღის წინ მოკლული 19 წლის რადიმ ყურბანოვის ოჯახი და ახლობლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები დანაშაულში ბრალდებულის  ოჯახის და ნათესავების სოფლიდან გასახლებას ითხოვენ, წინააღმდეგ  შემთხვევაში გვარებს შორის დაპირისპირების გაგრძლებას არ გამორიცხავენ და სახლის დაწვით იმუქრებიან.

რადიმ ყურბანოვის მამის თქმით, მისი შვილის მკვლელობა 10 წლის წინ მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდება, როდესაც ოჯახის კუთვნილი იარაღით ბრალდებულის 15 წლის ძმა გარდაიცვალა.

"ჩვენ აქ შევიკრიბეთ და ვითხოვთ, რომ ჩემი შვილის მკვლელის  ოჯახი და მთელი საგვარეულო გადასახლდეს ამ სოფლიდან. 10 წლის წინ, როდესაც ჩემი ბიჭი 9 წლის იყო, ცხვარში სამწყემსად იმყოფებოდა მამაჩემთან ერთად, იქ გვქონდა თოფი. ამ მკვლელის ძმამ აიღო და შემთხვევით გაისროლა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა.  ექსპერტიზამ და პოლიციამ არ გაგვმტყუნა, მაგრამ მამაჩემი მაინც იჯდა ციხეში. ახლა ამათ შვილი მომიკლეს, არ გაჩერდებინ და არც ჩვენ გავჩერდებით. პოლიციას რომ ჩაბარდა, ეს საკმარისი არ არის, გადავწვავთ მათ სახლებს,"- განაცხადა მოკლული ახალგაზრდის მამამ რადი ყუბანოვმა.

აქციის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, სოფელ ყარაჯალში 19 წლის ბიჭი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით პირველ თებერვალს მოკლა. შემთხვევა სოფლის მეჩეთის წინ მოხდა. გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / ყარაჯალა /