საზოგადოება
სოფელ ყარაჯალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის სახლს პოლიცია იცავს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, 19 წლის ახალგაზრდის  მკვლელობაში ბრალდებულის ელბრუზა სულეიმანოვის საცხოვრებელს სახლს პოლიცია იცავს.
გარდაცვლილის ნათესავებმა კი ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ბრალდებულის ძმა მამედ სულეიმანოვი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. სულეიმანოვი მომხდარზე წუხს, თუმცა მკვლელობის დეტალებზე არ საუბრობს.

დღესვე სოფლის ცენტრში აქცია გამართეს მოკლული ახალგაზრდის ნათესავებმა. ისინი ბრალდებულის ოჯახის წევრების სოფლიდან გასახლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სულეიმანოვების სახლის გადაწვით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეებს საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე რუსლან აშიროვი გამოეხმაურა. ის მხარეებს შეგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საქმის გამოძიება სამართალდამცველების პრეროგატივაა.

ცნობისთვის, სოფელ ყარაჯალში 19 წლის ბიჭი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით პირველ თებერვალს მოკლა. შემთხვევა სოფლის მეჩეთის წინ მოხდა. გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google