საზოგადოება
რა პროექტები განხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან
რეგიონული განვითარების ფონდიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე შვიდი პროექტია დაფინანსებული. ამის შესახებ speqtri.ge-ს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა როსტომ ბაქრაძემ განუცხადა.
-„ქალაქ საგარეჯოში მოასფალტდება წმინდა გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზა, სარაჯიშვილისა და თამარ მეფის ქუჩები. თამარ მეფის ქუჩაზე ასევე მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრეები. სოფელ კაკაბეთში განხორციელდება სასმელი წყლის ქსელის მოწყობის მეორე ეტაპი, სოფელ ხაშმში რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა საავტომობილო გზას და სკოლასთან მისასვლელ გზაზე ქვაფენილი დაიგება. მანავში ე.წ „ტურის“ უბანში ბეტონის საფარი მოეწყობა. მინდა აღვნიშნო, რომ ხუთ პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.“- გვითხრა როსტომ ბაქრაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის 5%-ით თანადაფინასებაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაც შევა.

| Print |
FaceBook Twitter Google