საზოგადოება
ჩუმლაყში ე.წ "კოშკის" უბანში სანიღვრე არხი კეთდება
სოფელ ჩუმლაყში, ე.წ. "კოშკის" უბანში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.


სამუშაოები "რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების" ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 370 000 ლარით ფინანსდება. პროექტის ფარგლებში 1386 მეტრზე მოეწყობა სანიაღვრე არხი, უკვე მოასფალტდა "კოშკის" უბნის მეორე გზა (განშტოება), ეზოებში შესასველელები და ორი ჩიხი.


გასულ წელს, პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც "კოშკის" უბანში 1003 მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, რისთვისაც 366 000 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოებს შპს "ნიუ პოვერი" ასრულებს.





| Print |
FaceBook Twitter Google