საზოგადოება
ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.


პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბოდბის მონასტერთან ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობა და მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.


„ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას. ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს”, – აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.


| Print |
FaceBook Twitter Google