საზოგადოება
შსს მომსახურების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სააგენტოს სერვისცენტრები 8 თებერვლიდან 1 მარტამდე მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდნენ. 


მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთათვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამუშაო საათების რაოდენობა გაიზრდება და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყველა სერვისცენტრი იმუშავებს: ყოველდღე - 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.
2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C,D, და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა კანონით 2018 წლის 1 სექტემბრამდე განისაზღვრა, თუმცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, მომსახურების სააგენტომ 6 თვით გაახანგრძლივა.


უწყების ინფორმაციით, მართვის მოწმობების შეცვლის ვადებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოახდინა მოქალაქეთა ინფორმირება და არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. მათ შორის, ყველა ფიზიკურ პირს, რომლის სახელზეც ირიცხება აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობა, კუთვნილი მობილურის ნომერზე გაეგზავნა პირადი შეტყობინება. ასევე, ყველა იურიდიულ პირს, რომლის მფლობელობაშიც იყო აღნიშნული კატეგორიების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები, გაეგზავნა ოფიციალური წერილი.


ცვლილება არ ეხება B კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს ვისაც BC, BD,BCD კატეგორიები და ქვეკატეგორიები აქვთ და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნული მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცვლას 1 მარტის შემდეგაც უგამოცდოდ შეძლებენ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში „სასაფლაოს უბანში“,
მოსახლეობას სასმელი წყალი უკვე რამდენი წელია არ მიეწოდება. როგორც
ადგილობრივები ამბობენ, დასალევად წყლის მოტანა შორი მანძილიდან
უწევთ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში „სასაფლაოს უბანში“, მოსახლეობას სასმელი წყალი უკვე რამდენი წელია არ მიეწოდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დასალევად წყლის მოტანა შორი მანძილიდან უწევთ.
11:30 / 24.08.2019
ამ წუთებში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
საკოორდინაციო საკითხებთან დაკავშირებით, ღვინის კომპანიის
წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.
ამ წუთებში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საკოორდინაციო საკითხებთან დაკავშირებით, ღვინის კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.
16:53 / 22.08.2019
სოფელ კარდენახში,
სოფელ კარდენახში, "კულანჯის" ხევის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
12:55 / 22.08.2019
ახმეტაში  მდინარე ალაზანი თითქმის მთლიანად დაშრა, რის გამოც
სოფელ ზემო და ქვემო ალვანს სარწყავი წყალი აღარ მიეწოდება.
ახმეტაში  მდინარე ალაზანი თითქმის მთლიანად დაშრა, რის გამოც სოფელ ზემო და ქვემო ალვანს სარწყავი წყალი აღარ მიეწოდება.
12:32 / 22.08.2019
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, გურჯაანისა და საგარეჯოს
მუნიციპალიტეტებში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რამდენიმე
მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
12:43 / 21.08.2019
სხვა ამბები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს  აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა.
13:15 / 23-08-2019
იმ ფაკულტეტების სია, რომლებზე სწავლასაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, უკვე ცნობილია.
18:50 / 22-08-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში ახალი სარაგბო ბაზა აშენდება. ამ დროისთვის უკვე შექმნილია მოდელი, შედგება პროექტი, დაფინანსების მოძიების შემდეგ კი მშენებლობა დაიწყება.
11:57 / 20-08-2019
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო.
11:02 / 07-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს კიდევ ხუთი საგნის: მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
14:55 / 05-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
11:39 / 01-08-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.