საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი.


უწყების ინფორმაციით, 13-14 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსია მოსალოდნელი.


თბილისში 11-12 თებარვალს ღამისა და დილის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +11,+13 გრადუსამდე მოიმატებს.

| Print |
FaceBook Twitter Google