საზოგადოება
პატარძეულში გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც speqtri.ge-ს საგარეჯოს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს,სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 52801 ლარით ფინანსდება. რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია “კავკას ავტომაგისტრალი“ ასრულებს.სამუშაოები სავარაუდოდ თვენახევარში დასრულდება.
| Print |
FaceBook Twitter Google