საზოგადოება
შსს-ს თელავის მომსახურების სააგენტოსთან რიგებია
მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თელავის ოფისთან რიგებია.
მძღოლების თქმით, პირველ მარტამდე მცირე დროა დარჩენილი, რაც მათ გარკვეულ პრობლემებს უქმნით.

"ჩემმა ძმამ აქ ერთი ღამე გაათია, რომ მართვის მოწმობა როგორმე შეეცვალა, მეც ჯერ გათენებული არ იყო, მოვედი და ჯერ ვერ შევსულვარ. დრო ცოტა დარჩა 1 მარტამდე,თუ ვერ მოვახერხებ ახალი მოწმობის აღებას  მანქანას ვეღარ ვამუშავებ"- განაცხადა რიგში მდგომმა მძღოლმა.

შს კახეთის მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყოველდღიურად 200 -მდე ახალ მოწმობას გასცემენ.

,,მძღოლების უმეტესობა ფიქრობს, რომ თუ პირველ მარტამდე არ გამოცვლის მართვის მოწმობას, პრობლემები შეექმნება. თუკი მუშაობს ის მანქანაზე, თავისთავად დროულად უნდა შეცვალოს მოწმობა, მაგრამ აქ რიგში ისეთებიც დგანან, კატეგორია რომ აქვთ და ამ ეტაპზე არ ჰყავთ მისი შესაბამისი მანქანა, ამ შემთხვევაში, ასეთი მოქალაქეები დროში შეზღუდული არ არიან, რამდენიმე თვის შემდეგაც შეუძლიათ აიღონ მოწმობა ყოველგვარი თეორიული და პრაქტიკული გამიცდების ჩაბარების გარეშე," - აცხადებენ სააგენტოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 1 მარტიდან ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, CE, D, DE, C1, C1E, D1,და D1E კატეგირიების და ქვეკატეგორიების მოწმობები.

უწყებამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა დიდი რაოდნეობის გამო მომსახურების სააგენტოები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მსურველებს შეუძლიათ ოფისებს ყოველ სამუშაო დღეს, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30 საათიდან 18:00 საათამდე მიაკითხონ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, გურჯაანისა და საგარეჯოს
მუნიციპალიტეტებში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რამდენიმე
მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.
12:43 / 21.08.2019
ქალაქ გურჯაანიდან სოფელ ზიართან დამაკავშირებელი გზა ავარიულ
მდგომარეობაშია. როგორც მძღოლები ამბობენ, გარდა იმისა, რომ ასფალტის
საფარი დაზიანებულია, პრობლემაა დამეწყრილი მონაკვეთები და გზის
სივიწროვე, რაც ავარიულ სიტუაციას ქმნის.
ქალაქ გურჯაანიდან სოფელ ზიართან დამაკავშირებელი გზა ავარიულ მდგომარეობაშია. როგორც მძღოლები ამბობენ, გარდა იმისა, რომ ასფალტის საფარი დაზიანებულია, პრობლემაა დამეწყრილი მონაკვეთები და გზის სივიწროვე, რაც ავარიულ სიტუაციას ქმნის.
17:29 / 20.08.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს ჩათვლით,
აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსია მოსალოდნელია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსია მოსალოდნელია.
11:31 / 20.08.2019
გურჯანაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზრის მშენებლობა
დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყეს.
გურჯანაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზრის მშენებლობა დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყეს.
11:04 / 20.08.2019
ახალი სასწავლო წლიდან გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვების
რაციონი შეიცვლება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლელა
თევდორაშვილის განმარტებით, ბავშვებს ოთხჯერადი კვება ექნებათ.
ახალი სასწავლო წლიდან გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვების რაციონი შეიცვლება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ბავშვებს ოთხჯერადი კვება ექნებათ.
18:42 / 19.08.2019
სხვა ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო.
11:02 / 07-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს კიდევ ხუთი საგნის: მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
14:55 / 05-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
11:39 / 01-08-2019
დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.
15:40 / 31-07-2019
სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის ვადები ცნობილია. რეგისტრაცია 31 ივლისს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.  
15:53 / 29-07-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლისთვის 619 პირველკლასელი დარეგისტრირდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, რიცხვი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.
15:32 / 25-07-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.