საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხუთი მინი-სტადიონი კეთდება
სოფელ კარდენახში სადგურის უბანში ფეხბურთის სტანდარტული მინი-მოედანი მოეწყობა.



მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განცხადებით, ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ ხუთი მოედანი კეთდება.
„ მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივაა, რომ ყველა სოფელში იყოს მინი- სტადიონი. ამჟამად რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მოედნები კეთდება: კარდენახში,კალოსუბანში, ჩუმლაყში, მუკუზანსა და ვაზისუბანში. სამუშაოები დაიწყო დეკემბერში და ორ კვირაში ყველგან დასრულდება. “

მისივე თქმით, კარდენახში სამუშაოს რომლის ღირებულებაც 48 477 ლარია, შპს "სამშენებელო კომპანია თი ენ სი" ასრულებს.

| Print |
FaceBook Twitter Google