საზოგადოება
შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე მანქანის გაჩერება 50 ლარით დაჯარიმდება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირების შემთხვევებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამის ცვლილებებს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარადგენენ.

სამართალდარღვევისთვის განკუთვნილი ჯარიმა 10 ლარიდან  50 ლარამდე იზრდება. ცვლილება იმოქმედებს როგორც დედაქალაქის, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.


| Print |
FaceBook Twitter Google