საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ ლელა თევდორაშვილი დაინიშნა
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი დაინიშნა.


როგორც ჩვენთან საუბარში მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ მიიღო.
„დღეს დაიწერა ბრძანება და მეორე მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა ლელა თევდორაშვილი. მას გავლილი აქვს ის გზა, რასაც მენეჯერული თვისებები ჰქვია. გვინდოდა შეგვერჩია ისეთი კადრი, რომელიც თავს გაართმევდა ყველა საქმიანობას. დარწმუნებული ვარ, მართებული გადაწყვეტილება მივიღე. წარმატებას ვუსურვებ მას.“


ლელა თევდორაშვილს, იმედი აქვს, მომავალში მუნიციპალიტეტისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.
„დავიწყე მუშაობა. მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას. გამოცდილება მაქვს, მერიაში ბევრს ვიცნობ და იმედია, ამ ადამიანების გვერდში დგომით ბევრ სასიკეთო და კარგ პროექტს განვახორციელებთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.“


შეგახსენებთ, რომ ლელა თევდორაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზდელო დაწესებულებაში 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელად მუშაობდა.

| Print |
FaceBook Twitter Google