საზოგადოება
გარემოვაჭრეები საგარეჯოს ახალ ბაზარში გადავიდნენ
საგარეჯოში გარემოვაჭრეები ამიერიდან თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ახალ ბაზარში ივაჭრებენ.


მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოვაჭრეებთან მოლაპარაკება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ისინი ტროტუარზე იყვნენ განლაგებული და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ. მიმდინარეობდა მოლაპარაკება მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და მოვაჭრეებს შორის, თუმცა ყოველ ჯერზე უარს ამბობდნენ. ამჟამად შევთავაზეთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, გადასახადს არ გადაიხდიდნენ და დაგვთანხმდნენ.“

მისივე თქმით, ბაზრისთვის განკუთვნილი შენობა ადაპტირებული და კეთილმოწყობილია, შენობის ერთ ფლიგელში განთავსებულია შემნახველი საკნები.

| Print |
FaceBook Twitter Google