საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ერთი ვაკანტური ადგილი დარჩა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ათ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. შერჩეულმა კანდიდატებმა სხვადასხვა პოზიციებზე დღეიდან დაიწყეს მუშაობა.


პოზიციები ასე გადანაწილდა:

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი- გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში - ვანო ბურდიაშვილი.
მერიის ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი- ზაზა გაბიტაშვილი.
მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი -მერის წარმომადგენელი სოფელ ვეჯინის ადმინისტრაციულ ერთეულში- პაატა გველუკაშვილი.
მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი -მერის წარმომადგენელი სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ერთეულში- მანუჩარ გოგიშვილი.
მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი- მერის წარმომადგენელი სოფელ კალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში- კახა მაზანაშვილი.
მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი- მერის წარმომადგენელი სოფელ სოფელ გურჯაანის ადმინიატრაციულ ერთეულში - გიორგი ცისკარაშვილი.


ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი- ბიჭიკო მაისურაძე.
შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი- მაგდა მაჭავარიანი.
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი-არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში- მაყვალა შავკაციშვილი.

რაც შეეხება ერთ საშტატო ერთეულს ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძელგთა დაცვის სამსახურის სივრცითი მოწყობის, მსენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში- კვლავ ვაკანტური დარჩა.





| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვაკანსია / მერია /