საზოგადოება
კურორტ „ახტალაზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ახტალაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. ამჟამად ძველი შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს.


კურორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზაფხულში ახალი სანატორიუმის, სასტუმროსა და სააბაზანო განყოფილების მშენებლობა იგეგმება. შეგახსენებთ, რომ ელექტრონული აუქციონი 2018 წლის ივნისში ჩატარდა და კურორტი კომპანია „გლობალ ვიქთორ ჯორჯიამ“ შეისყიდა. აუქციონის პირობის თანახმად, მყიდველმა "ახტალაზე" 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოაწყოს და არანაკლებ 12 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.








| Print |
FaceBook Twitter Google