საზოგადოება
გურჯაანში საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობას შორენა ფროდიაშვილი შეასრულებს
დღეს გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ყოფილმა ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა ბაგა-ბაღების მენეჯერებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი შორენა ფროდიაშვილი წარუდგინა.


როგორც ლელა თევდორაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, შორენა ფროდიაშვილი გაერთიანებაში უკვე შვიდი წელია მუშაობს.
„ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად შორენა ფროდიაშვილის დანიშვნა იყო. იგი გაერთიანებაში სხვადასხვა დროს მუშაობდა: სპეციალისტის და მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, ბოლო პერიოდში იყო მთავარი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში, არის ფინანსისტი, გავლილი აქვს გარკვეული ტრენინგები მეთოდოლოგიაში, ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის სწორად შერჩეული კადრია და ჩვენს იმედებს გაამართლებს.“

მისივე თქმით, შორენა ფროდიაშვილი მოვალეობას პირველ მაისამდე შეასრულებს. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, მის დანიშვნაზე უკვე შემდგომში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას.  შეგახსენებთ, რომ ლელა თევდორაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა და ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ დაინიშნა.

| Print |
FaceBook Twitter Google