სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის
შემსრულებლის შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, მენეჯერების,
აღმზრდელებისა და ლოგოპედების გარდა, ხელფასი ტექნიკურ პერსონალსაც
გაეზარდა.
„პირველი თებერვლიდან მენეჯერების, აღმზრდელების, მენეჯერის
თანაშემწეების სახელფასო ანაზღაურება გაიზარდა 25 %-ით, ხოლო
ტექნიკური პერსონალის - 30 პროცენტით. მაგალითად, აღმზრდელის ხელფასი
თუ იყო 375 ლარი, ეხლა 460 ლარი გახდა, ხოლო თანაშემწე 250 ლარის
ნაცვლად - 320 ლარს აიღებს.“
მისივე თქმით, 37 ბაგა-ბაღის თანამშრომლებზე მომატებული ხელფასი
თებერვლის ბოლოდან გაიცემა.
მასალის გამოყენების პირობები