საზოგადოება
მაია ცქიტიშვილი - თელავის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი
2019 წელს წყალმომარაგების სისტემაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას.
ცქიტიშვილმა ყურადღება გაამახვილა თელავის მოსახლეობის პრობლემაზე. მისი განცხადებით, ქალაქს უკვე რამდენიმე წელია
სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება, ნაწილობრივ ამორტიზირებულია შიდა გამანაწილებელი ქსელიც.

-"ამ პრობლემის მოსაგვარებლად წელს დაიწყება თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. აშენდება 6 ახალი და რეაბილიტირდება 5 არსებული ჭაბურღილი, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი. ასევე, დაგეგმილია ახალი რეზერვუარების მშენებლობაც. შედეგად ადგილობრივები 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი,"- განაცხადა მინისტრმა.~


| Print |
FaceBook Twitter Google