საზოგადოება
"მაგთიკომის“ აბონენტებისთვის ნომრის მომსახურების საფასური ამოქმედდა
"მაგთიკომის“ აბონენტები ნომრის მომსახურების საფასურს,  180 დღეზე ერთ ლარს გადაიხდან. ცვლილება 18 თებერვლიდან ამოქმედდა.
თანხა ნომრის ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოიჭრება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით,  კომისიის 14 თებერვლის გადაწყვეტილება ტარიფების ზრდის შეჩერების შესახებ, ნომრის მომსახურების საფასურზე არ გავრცელდა.

შეგახსნებეთ, რომ კომისიამ შეაჩერა „მაგთიკომის“ პაკეტების ღირებულების გაზრდა, ასევე დაავალა კომპანიას, არსებული 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტის ძალაში დატოვება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მაგთიკომი /