საზოგადოება
საგარეჯოში ქარის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 150 000 ლარი შეადგინა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალურმა კომისიამ ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვალა.
როგორც მერის პირველმა მოადგილემ ალექსი გილაშვილმა speqtri.ge-ს განუცხადა, სოფელ უდაბნოში, პატარძეულსა და ხაშმში სტიქიამ 16 საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი.

„ამ ადამიანებს შესაძლოა სარეზერვო ფონდიდან დავეხმაროთ, თუმცა ეს თანხა ცოტაა ადგილობრივ ბიუჯეტში და დახმარებას მთავრობასაც ვთხოვთ, კოორდინაციაში ვართ გუბერნიასთანაც. რა ვადა დასჭირდება ამ ყველაფერს, წინასწარ ვერ გეტყვით, ალბათ ორი კვირა. დაახლოებით 150 000 ლარზეა საუბარი. სახლების ძირითადი ნაწილი სოფელ უდაბნოში დაზიანდა, იქ უფრო რთული მდგომარეობაა. “- განაცხადა გილაშვილმა.

შეგახსნებეთ, რომ გუშინ ასევე ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს ქარსაცავ ზოლში ალვის ხეები მოგლიჯა, დაზიანდა ელექტროსადენები, რის გამოც სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა.

| Print |
FaceBook Twitter Google