საზოგადოება
სოფელ უდაბნოში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
23 თებერვალს 11 საათიდან, სოფელ უდაბნოს ამბულატორიის შენობაში კლინიკა „ენდმედიცი“  მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს.

აქციაში, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ტარდება მონაწილეობას მიიღებენ თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტები: ენდოკრინოლოგი,
ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, ანგიოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი.

გარდა ამისა, ჩატარდება ექოსკოპიური კვლევა და ლაბორატორიული ანალიზი, კერძოდ სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრა ( გლიკემია).

| Print |
FaceBook Twitter Google