საზოგადოება
ზიარში არქეოლოგიური გათხრები განახლდება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით,სოფელ ზიარში მიმდინარე წელს არქეოლოგიური გათხრები განახლდება.


გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის,სივრცითი მოწყობის,არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილი განმარტებით, ექსპედიცია, რომელსაც ნიკა თუშაბრამიშვილი ხელმძღვანელობს, ქვის ხანის(ქვედა პალეოლითის), პირველყოფილი ადამიანის სადგომი-სახელოსნოს მეცნიერულ გამოკვლევაზე 2014 წლიდან მუშაობს.


„ ძეგლის ასაკი მინიმუმ 500.000 წელია. არქეოლოგები არ არიან ჩასული ქვედა ფენებამდე და შესაძლებელია მისი ასაკი უფრო დაძველდეს. კულტურული ფენები, უძრავ მდგომარეობაშია, რაც ქვის ხანის არქეოლოგიურ ძეგლის მნიშვნელობას უფრო ზრდის.უძველესი ადამიანი ცივ-გომბორის მთის კაჟის ადგილობრივი ბუნებრივი გამოსავლებიდან ამზადებდა სხვადასხვა დანიშნულების იარაღებს:წვეტანებს,საფხეკებს, ხელცულებს,ლამელებს და ა.შ.რომელთა დახმარებითაც ამუშავებდა ნანადირევის ხორცს,ტყავს,ძვალს. ასევე აღმოჩენილია, ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი, რაც მნიშვნელოვანია მეცნიერული თვალსაზრისით.“


მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, მოხდება ძეგლამდე მისასვლელი სამანქანო გზის რეაბილიტაცია, რაც ტურისტებს გადაადგილებაში ხელს შეუწყობს.

| Print |
FaceBook Twitter Google