საზოგადოება
ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას გადაეცა
დღეს გურჯაანის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, ააიპ- ,,გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანებისთვის" ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმის ქონების გადაცემის საკითხი განიხილეს.


გურჯაანის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიური განვითარების კომისიის თავმჯდომარის გივი რამაზაშვილის განმარტებით, მანამდე შენობა სახელმწიფოს საკუთრებაში იყო.
„ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმი საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას გადაეცა. აქამდე შენობა სახელმწიფო საკუთრებაში იყო, შემდეგ კი მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცა. ეს ძალიან კარგია, რადგან ამჯერად მუნიციპალიტეტი გახდა მეპატრონე და რეაბილიტაცია იქნება თუ სხვა პრობლემის მოგვარება, უფრო ადვილად შევძლებთ.“

საკითხს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.


| Print |
FaceBook Twitter Google