საზოგადოება
მიმდინარე წელს ყვარელში სტადიონი აშენდება
მიმდინარე წელს ყვარელში სტადიონის მშენებლობაა დაგეგმილი. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისსა და ზუგდიდში იგეგმება ოლიმპიური აუზის მშენებლობა, ახალციხეში, ფოთსა და მარნეულში -25 მ საცურაო აუზის , მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი რუსთავსა და ფოთში, სტადიონების რეაბილიტაცია სამტრედიაში, ხაშურსა და კასპში.

ყვარელთან ერთად, ახალი სტადიონი აშენდება მარნეულშიც.


| Print |
FaceBook Twitter Google