საზოგადოება
მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთათვის შსს მომსახურების სააგენტო კვირასაც იმუშავებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის C , D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, კვირას 24 თებერვალს, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე სააგენტოს ყველა სერვისცენტრი იმუშავებს.



მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მხოლოდ მართვის მოწმობის შეცვლა-აღდგენის მომსახურებით ისარგებლონ. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, D და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. ცვლილება არ ეხება B კატეგორიის, ანუ მსუბუქი ავტომობილის კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც B კატეგორიასთან ერთად, დამატებით აქვთ C, D ან CD კატეგორიები და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნულ პირებს, პირებს შეცვლის ვალდებულება არ აქვთ პირველ მარტამდე, მათ ვადის ამოწურვის შემდეგ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ყოველგვარი დამატებითი პროცედურების, მათ შორის გამოცდის ჩაბარების გარეშე, შეცვალონ მართვის მოწმობა.



| Print |
FaceBook Twitter Google