საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილი: არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო პატიმრობით დაისჯება
არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის და ე.წ. პედოფილიის მარეგულირებელი კანონპროექტი მთავრობას წარედგინა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სანქციები გამკაცრდება და არასრულწლოვნის გაუპატიურება სამუდამო პატიმრობით დაისჯება.
ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის პრევენციის მიზნით, შეიქმნება ბაზები, რომლებიც საშუალებას იძლევა ამ დანაშაულისთვის სასჯელმოხდილი ადამიანების ქცევა გაკონტროლდეს.

მისი ინფორმაციით,  კონტროლის ფუნქცია ექნება როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე კომპეტენციის ფარგლებში სხვა შესაბამის უწყებებსაც.

„არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების ბაზაზეა საუბარი, რომელიც შეიქმნება იმ კანონის საფუძველზე, რომელიც ჩვენ მთავრობაზე წარვადგინეთ.

ეს კანონი მალე განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება. საუბარია იმაზე, რომ მოზარდების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების პრევენცია უფრო მეტად მოვახდინოთ, რადგან სტატისტიკური მაჩვენებლები გაზრდილია. ეს ძირითადად განპირობებულია მიმართვიანობის მაჩვენებლის ზრდით.“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google