საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 3 800 000 ლარით გაიზარდა
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტს დამატებით თანხა გამოეყო და ბიუჯეტი 3 800 000 ლარით გაიზარდა. საკითხს დღეს  საკრებულოს სხდომაზე უყარეს კენჭი.
-"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა გაორმაგდა და  520 000 ლარი გახდა.  სკოლების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული იყო 450 000 ლარი და ამას კიდევ 460 000 ლარი დაემატა.   ადგილობრივი ბიუჯეტით გავზარდეთ სკოლებისა და ბაღების, ასევე გზების რეაბილიტაციის დაფინანსება. მიმდინარე წელს ბიუჯეტი უკვე 22 მილიონი ლარია, თავიდან 15 მილიონით დავიწყეთ."-განაცხადა გურჯაანის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ.

ამასთან ერთად, ააიპ საზოგადოებრივ ჯანდაცვას C ჰეპატიტის პროგრამის განსახორციელებლად დამატებით 24 700 ლარი გამოეყო.


| Print |
FaceBook Twitter Google