საზოგადოება
მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროექტს იწყებს
მთავრობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი ოთხი მილიონი ლარი იქნება.


პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტიც 4,0 მილიონი ლარია, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა.
„ვფიქრობთ, რომ ტექნიკაზე წვდომის უზრუნველსაყოფად საჭიროა მთელი რიგი მიმართულებები, მათ შორის, საგრანტო და თანადაფინანსება. ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში 50% გრანტით თანადაფინანსება ექნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. მაქსიმალური ლიმიტი ამ შემთხვევაში განსაზღვრულია 150 000 ლარით. ეს თანხა იქნება გრანტი, რომელსაც ბენეფიციარი ფერმერი მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერები, რომელთაც სურთ ამ პროგრამაში მონაწილეობა, რეგისტრირებულნი იყვნენ,“ – სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


პროგრამა განხორციელდება „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე.პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი) რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.




| Print |
FaceBook Twitter Google