საზოგადოება
გურჯაანის საბავშვო ბაღების პედაგოგებმა ტრენინგებზე მაღალი შეფასება მიიღეს
კახეთის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისთვის ქალაქ თელავში აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მისაღებად ტრენინგები ჩატარდა. მასში გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებიდან ხუთი მეთოდისტიც იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც საუკეთესო შედეგები აჩვენეს.


გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, ტრენინგები თერთმეტი დღის განმავლობაში ტარდებოდა და ყველა მონაწილე შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა.
„საქართველოს მასშტაბით, ჩატარდა აღმზრდელ პედაგოგის გადასამზადებელი ტრენინგები, რომელიც 2018 წლის ნოემბერში დაიწყო, მაგრამ შედეგები ეხლა დაიდო. ტრენინგის შემდგომ ჩატარდა სასერტიფიკატო გამოცდა, რომელიც ჩვენმა პედაგოგებმა საკმაოდ მაღალი შედეგებით და წარმატებულად გადალახეს. მათ დაიმსახურეს მაღალი ქულები. გადამზადებულებიდან ერთ-ერთი უკვე ზონალური მეთოდისტია, დანარჩენები შესაბამისად რეორგანიზაციის შემდეგ სხვა სტატუსს მიიღებენ. ესენი იყვნენ საკმაოდ წარმატებული აღმზრდელები, რომლებიც თავიანთ საქმეს კარდაგ უძღვებიან. სწორედ ამიტომ ველოდი კიდეც, რომ საუკეთესო შედეგს დადებდნენ.“

წარმატებული პედაგოგები არიან:

გურჯაანის #4 ბაგა-ბაღი -მარინე ლეგაშვილი- 93 ქულა
ახაშნის ბაგა-ბაღი- ნინო ყელეურიძე -90 ქულა
ველისციხის #1 ბაგა-ბაღი - მანანა ხუროშვილი-დვალი 92 ქულა
კაჭრეთის ზონის უფროსი სპეციალისტი სასწავლო სააღმზრდელო დარგში- მაკა ბაწელაშვილი- 95 ქულა
შაშიანის ბაგა-ბაღი- ბელა ხოტენაშვილი- 95 ქულა.

| Print |
FaceBook Twitter Google