საზოგადოება
შენი თავი სად მაქვს - თელავის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტს [Audio]
დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე "ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო
საშუალებების პარკირების რეგულირებისა და პარკირების საფასურის დადგენის წესს" უყარეს კენჭი და საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
აღნიშნული თემა სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე დავით ღაღანიძემ წარადგინა. რა წესი დაადგინა დღეს საკრებულომ და როდის მოხდება გადასახადის დაწესება - ამის გასარკვევად ჩვენ დავით ღაღანიძეს ტელეფონით დავუკავშირდით.


-"ეს რეგულირების წესს განსაზღვრავს. ამაზე უნდა ვიმუშავოთ როგორ უნდა მოხდეს, მერე უნდა დაიდოს წესი და ეხლა მაგ წესს როგორ გეტყვი ტელეფონში?!"

ჟურნალისტის კითხვაზე - რას დაუჭირა მხარი საკრებულოს უმრავლესობამ, თუკი წესი ჯერ განსაზღვრული არ იყო? ღაღანიძემ გვიპასუხა - კაი გენაცვალე, მერე მნახე, შენი თავი სად მაქვს ეხლა.


| Print |
FaceBook Twitter Google