საზოგადოება
აიკრძალება თუ არა ხვალიდან გურჯაანში გარევაჭრობა
ხვალიდან გურჯაანში გარემოვაჭრეებს ქუჩაში დგომის და საქონლის რეალიზაციის უფლება ეკრძალებათ.


მათ ტერიტორიის დასატოვებლად ერთი თვის ვადა ჰქონდათ, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიაღწიეს.
როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ბაზარში ადგილი არ არის და ამიტომ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.
„სად შევიდეთ, ადგილები არ არის. ეს თვითონაც კარგად იციან. დღეს გვითხრეს, ხვალიდან აღარ გამოხვიდეთო, მაგრამ ჯერ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მივიღებთ.“


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსის რამაზ ქიტიაშვილის განმარტებით, მოვაჭრეებს ერთთვიანი ვადა ხვალ ეწურებათ.
„დღეს მოხდა გარემოვაჭრეების გაფრთხილება. ხვალიდან კი გარევაჭრობა საბოლოოდ აიკრძალება. ნაწილმა გვითხრა, რომ არ გამოვლენ, ნაწილი კი აცხადებს, რომ შეხვედრაზე არ იყო და ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ჩვენ ვთავაზობთ ალტერნატიულ ფართს, გურჯაანის აგრარულ ბაზარში. ბაზრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ადგილები არის, ხოლო სად განთავსდებიან, ეს უკვე მოვაჭრეების სურვილზეა დამოკიდებული.“

მისივე თქმით, ხვალ პროცესში უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,
დღეიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსით და მასთან დაკავშირებული
შეღავათებით საქართველოს ექვსი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან მაღალმთიანი დასახლების სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით საქართველოს ექვსი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
17:30 / 28.02.2020
პირველი მარტიდან გურჯაანის რეაბილიტაციის შემდეგ „გლეხური ბაზარი“
ფუნქციონირებას იწყებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი გარემოვაჭრეებს შეხვდა.
პირველი მარტიდან გურჯაანის რეაბილიტაციის შემდეგ „გლეხური ბაზარი“ ფუნქციონირებას იწყებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი გარემოვაჭრეებს შეხვდა.
14:50 / 28.02.2020
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ
ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
14:32 / 28.02.2020
კვირას, პირველ მარტს გურჯაანში განახლებული „გლეხური ბაზარი “
იხსნება. პარალელურად აიკრძალება გარე ვაჭრობა. თუმცა გარემოვაჭრეების
ნაწილი, უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ტერიტორიაზე შესვლას არ
აპირებენ.
კვირას, პირველ მარტს გურჯაანში განახლებული „გლეხური ბაზარი “ იხსნება. პარალელურად აიკრძალება გარე ვაჭრობა. თუმცა გარემოვაჭრეების ნაწილი, უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ტერიტორიაზე შესვლას არ აპირებენ.
15:26 / 27.02.2020
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით,
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 618-მდე გაიზარდა.
ინფიცირებულია, 79 360 ადამიანი.
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 618-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, 79 360 ადამიანი.
16:34 / 26.02.2020
სხვა ამბები
ორშაბათიდან სამოცდაათწლიანი ისტორიის მქონე გურჯაანის აგრარული ბაზარი განახლებულ გარემოში მიიღებს მომხმარებლებს.
16:13 / 28-02-2020
განისაზღვრა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის – ტესტირების ჩატარების თარიღი, ადგილი, დრო და ხანგრძლივობა.
15:43 / 28-02-2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიხედავად, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
15:37 / 27-02-2020
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და ცხრა დღის განმავლობაში გაგრძელდება.
11:11 / 27-02-2020
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდისთვის რეგისტრაცია უკვე დასრულდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 2 244 აპლიკანტმა გაიარა.
15:58 / 26-02-2020
მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია . გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
11:45 / 22-02-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0686
USD
USD
1
2.8042
GBP
GBP
1
3.6110
TRY
TRY
1
0.4545
RUB
RUB
100
4.2697
ამინდი
გურჯაანი 5 / 20 °C
img
საგარეჯო 3 / 19 °C
img
დ.წყარო 4 / 16 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 18 °C
img
ყვარელი 5 / 20 °C
img
თელავი 4 / 20 °C
img
ახმეტა 3 / 20 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.