საზოგადოება
დღეიდან გარკვეული კატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა ეკარგება
საქართველოში 2014 წლის 1-ელ მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს დღეიდან იურიდიული ძალა ეკარგება.
პირს, ვისაც ამ დროის განმავლობაში აღნიშნული კატეგორიების მართვის მოწმობა არ გაუახლებია, დღეიდან შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღარ აქვს.

მართვის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში უნდა წარადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; არსებული მართვის მოწმობა.

მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, ხოლო დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში - 35 ლარი.

დღეიდან მომსახურების სააგენტო წყვეტს მუშაობის სპეციალურ რეჟიმს და სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მართვის მოწმობის შეცვლა სტანდარტულ სამუშაო საათებში განხორციელდება.



| Print |
FaceBook Twitter Google