საზოგადოება
როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები გურჯაანის სკოლებში
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამჟამად სრული რემონტი მხოლოდ რამდენიმე სკოლაშია.

„ძირითადად მოსაწესრიგებელია ჭერი, გაზიფიცირება და სველი წერტილები. განსაზღვრულია რომელ სკოლაში რა გადაუდებელი სამუშაო უნდა ჩატარდეს. უკვე გვქონდა მოლაპარაკება მერიის შესაბამის სამსახურებთან. მუნიციპალიტეტში 25 სკოლაა და წლის ბოლომდე ყველგან იგეგმება სხვადასხვა ტიპის სამუშაოები.“

სკოლების რეაბილიტაციისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მილიონ ლარამდე თანხა გამოყო, სამუშაოები კი გაზაფხულზე დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google