საზოგადოება
YouTube-მა ბავშვების ვიდეოებს კომენტარების დაწერის ფუნქცია გაუთიშა
პლატფორმა YouTube-მა ატვირთული ვიდეოების უმეტესობას, სადაც პატარა ბავშვები არიან, პედოფილიისგან თავის დასაცავად კომენტარის დაწერის ფუნქცია გაუთიშა.
ვიდეოზე კომენტარის დაწერის საშუალებას მხოლოდ მცირე რაოდენობის არხი მიიღებს, რომელთა მფლობელები გაივლიან მკაცრ მოდერაციას და შეათანხმებენ კომენტარის კონტექსტს სერვისის ადმინისტრაციასთან.

თებერვლის შუა რიცხვებში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსებობს ე.წ. პლატფორმა „პედოფილების ქსელი“, რომელიც ბავშვების ვიდეოების ქვეშ კომენტარებს წერს. პედოფილები სიტყვიერად ავიწროებდნენ ბავშვებს, ხოლო ალგორითმი საშუალებას აძლევდა მათ მარტივად ეპოვათ სხვა ვიდეოებიც.
| Print |
FaceBook Twitter Google