საზოგადოება
სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა. ახალი რეგულაციის თანახმად, ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი იზრდება.


მათ შორის, სავალდებულოა, ეტიკეტზე განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებით, რადგან გარკვეულ შემთხვევებში, სურსათის შემადგენლობა შესაძლებელია საზიანო იყოს მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფებისთვის. სააგენტო განმარტავს, რომ ეტიკეტზე ასევე განთავსებული იქნება ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, რომელიც მომხმარებელს, მათ შორის – განსაკუთრებული კვებითი საჭიროების მქონე მომხმარებელს, ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

„განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა (ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები) და ადგილი (თვალსაჩინო).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბიზნესსექტორს შორისმიღწეული შეთანხმების საფუძველზე, დახლზე განთავსებულ პროდუქციაზე ვადისამოწურვამდე გავრცელდება გარდამავალი პერიოდის რეგულაცია და კომპანიებსმიეცემათ მისი რეალიზების შესაძლებლობა”- ნათქვამია განცხადებაში.





| Print |
FaceBook Twitter Google