საზოგადოება
აპრილიდან დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება
2019 წლის აპრილიდან დასაქმების სახელმწიფო სამსახური შეიქმნება. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსის მარიამ ბეზარაშვილის ინფორმაციით, ახალი სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება.
„დასაქმების აგენტები და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს დაეხმარებიან სამუშაოს პოვნაში, უფრო გაფართოვდება სამსახურის ფუნქციები, თუმცა პრინციპი რჩება იგივე – დასაქმების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე worknet.gov.ge “, – განაცხადა ბაზერაშვილმა.

მისივე თქმით, 5 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ხელშეწყობით 5000 ათასამდე ადამიანი დასაქმდა.
| Print |
FaceBook Twitter Google