საზოგადოება
რვა მარტს გურჯაანში მსვლელობა გაიმართება
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქ გურჯაანში მსვლელობა გაიმართება.როგორც ჩვენთან საუბარში მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა განაცხადა, ღონისძიება სამ საათზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.


„ იქნება დრამშოუ, მუსიკა, მოცეკვავეები. მოვიცავთ ცენტრალურ ქუჩებს: სანაპიროს, გურამიშვილის, ნონეშვილსა და რუსთაველს.
მუნიციპალიტეტის მერი თანამშრომლებთან ერთად შემხვედრ ქალბატონებს ყვავილებით დაასაჩუქრებს. დღის მეორე ნახევარში ექვს საათზე „პაპას ბაღში“ ღია ცისქვეშ გაიმართება კონცერტი. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნო სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოდგენილი: ყავა, ჩაი და გამაგრილებელი სასმელები. მერია სტუმრებს გლინტვეინით გაუმასპინძლდება.“


მისივე თქმით, ღონისძიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4500 ლარია გამოყოფილი.

| Print |
FaceBook Twitter Google