საზოგადოება
გურჯაანის ბაღებში მასშტაბური რებილიტაცია იგეგმება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურის კუთხით, მასშტაბური ცვლილებები განხორციელდება.


სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ინფორმაციით, იგეგმება 20 შენობის რეაბილიტაცია, ხოლო თერთმეტი, რომელიც რეაბილიტაციას არ დაექვემდებარება - ახლიდან აშენდება. რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება: ჭერის გამოცვლა, ცენტრალური გათბობის გაყვანა და სველი წერტილების მოწესრიგება.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ბაღების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტის ფარგლებში განხორციელდება.
„ჯერჯერობით არ ვიცით, რომელი ბაღების რებილიტაცია და ახლიდან აშენება მოხდება. ჩვენი სპეციალისტები ბაღებში ხარჯთაღრიცხვას აწარმოებენ. ამ ყველაფრისთვის საკმაოდ სოლიდური თანხაა საჭირო, რომლის მოძიებაზეც აქტიურად მუშაობს ჩვენი დეპუტატი დავით სონღულაშვილი.“


მისივე თქმით, სამუშაოები სავარაუდოდ წელს დაიწყება და ამისთვის სამ მილიონამდე ლარია საჭირო.

| Print |
FaceBook Twitter Google