საზოგადოება
ქალები მოძალადესთან არ უნდა ბრუნდებოდნენ [R]
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერვისის დატოვების შემდეგ ადამიანებმა შეძლონ ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება, რათა თავიდან აიცილონ განმეორებითი ძალადობა. სხვა შემთხვევაში ვიღებთ ჩაკეტილ წრეს, მსხვერპლი დროებით აღწევს თავს ძალადობრივ გარემოს, იწყებს რეაბილიტაციას და ვადების სიმცირის გამო ისევ ბრუნდება უკან, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვს”, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში , რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში სახელმწიფო სერვისების მონიტორინგისისას გამოვლენილ პრობლემებს ასახავს.

თუ რამდენი ქალი ბრუნდება მოძალადესთან და რამდენი მათგანი ხდება განმეორებითი ძალადობის მსხვერპლი, სახელმწიფო ამ მიმართულებით სტატისტიკას არ აწარმოებს. თუმცა, ამავე კვლევაში მონაწილე ის ძალადობაგამოვლილი ქალები, რომლებმაც სახელმწიფო თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლეს, აღნიშნავენ, რომ - „რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება უწევთ, რადგან, თავშესაფარში ყოფნის ვადის ამოწურვის გამო მათ არჩევანი უბრალოდ აღარ აქვთ. ანალოგიური ვითარებაა, როდესაც სწორედ აღნიშნული მიზეზით, ისინი უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს და მოძალადესთან სახლში რჩებიან“.

სწორედ ამ მიზეზის გამო, ნათია წლების განმავლობაში ცხოვრობდა მოძალადის გვერდით. სახლიდან რამდენჯერმე წამოვიდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ ბრუნდებოდა მოძალადესთან. ნათია 33 წლის ქალია, რომელსაც მეუღლესთან 13-წლიანი თანაცხოვრებისას სამი შვილი შეეძინა. როგორც თვითონ ყვება, ყოფილი მეუღლისგან სხვადასხვა ფორმით განიცდიდა ძალადობას. 9 თვის წინ მოძალადისგან წამოსვლა ბოლოჯერ სცადა და „ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროგრამაში“ ჩაერთო, რომელსაც „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამაში ჩართვამ ნათიას შესაძლებლობა მისცა, ესარგებლა დროებითი თავშესაფრით, მას და მის შვილებს მიეღოთ ფსიქოლოგის მომსახურება და ამავდროულად, განევითარებინა თავისი უნარები, რაც შემდგომში მას დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარებოდა.

„თავშესაფარში მოსვლის შემდეგ მკითხეს, რა მაინტერესებდა, რა მიყვარდა და რისი კეთება მინდოდა მომავალში. მე ვუპასუხე, რომ ჩემი ოცნება იყო, კულინარი გავმხდარიყავი. პროგრამის დახმარებით, დამიფინანსეს კულინარიის სამთვიანი კურსი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში წარმატებით გავიარე. ყველაფერი მალევე ავითვისე. კურსის დასრულების შემდეგ გავიარე სტაჟირებაც, რის შემდეგაც ჩეთვის პირველი სამსახურის პოვნაში დამეხმარნენ და მუშაობა დავიწყე. დავრეგისტრირდი ინდ. მეწარმედ და დღეს უკვე ჩემი საქმე მაქვს. შვილებთან ერთად გადავედი ცალკე ბინაში საცხოვრებლად და ჩემს სამუშაოსაც სახლში ვასრულებ. ვამზადებ საჭმელს და ხელშეკრულებით ვამარაგებ დაწესებულებას. ჯერ კიდევ ვიღებ დახმარებას სოციალური ინტეგრაციის პროგრამიდან. მიხდიან საცხოვრებლის ყოველთვიურ გადასახადს, თუმცა იმედი მაქვს, რომ მალე ამ დახმარების გარეშეც, დამოუკიდებლადაც შევძლებ ცხოვრებას“.

ეს ნათიას ისტორიაა, თუ როგორ დააღწია თავი მოძალადეს და როგორ შეძლო „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ პროექტის საშუალებით გაძლიერება. თუმცა, ნათია ერთადერთი არ არის, რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის ემზადება.

ქვემო ქართლში მდებარე ოჯახური ტიპის თავშესაფარში ამ დრომდე 10-მდე ძალადობაგამოვლილი ქალი შვილებთან ერთად ცხოვრობს. როგორც პროგრამის მენეჯერი ნატო გაგნიძე ამბობს, თავშესაფარში განსაზღვრულია ყველა ის როლი, რომელიც მნიშვნელოვანია იქ მაცხოვრებელთა შესაბამისი სერვისებით უზრუნველსაყოფად - „იმისათვის, რომ ვთქვათ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვეხმარებით, საჭიროა მათი გაძლიერება. პროექტი კი ამისათვის ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერას, მათ აღჭურვას იმ საჭირო უნარებით და ცოდნით, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, თავი დააღწიონ ძალადობრივ გარემოს, ღირსეულად განაგრძონ ცხოვრება და უზრუნველჰყონ, როგორც თავისი, ასევე მათზე დამოკიდებული პირების - შვილების მომავალი“.

ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება პროექტულად რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, პროექტის მულტიფუნქციური ჯგუფი ცდილობს, შეისწავლოს ქალების ისტორიები და ინტერესები, გამოკვეთოს მათი უნარები და პრაქტიკულად განხორციელების საშუალება მისცეს. მეორე ეტაპი ორიენტირებულია განვითარებაზე, შესაბამისი საგანმანათლებლო სერვისების მიწოდებაზე, რეალიზებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას ითვალისწინებს; რის შემდეგაც მესამე ეტაპისთვის იწყება მათი მომზადება, რაც დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობას გულისხმობს.

კიდევ ერთი გოგონა, რომელიც „ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროგრამაშია“ ჩართული - 18 წლის აზერბაიჯანელი გოგონა ჩინარაა, რომელსაც 18 წელი თავშესაფარში შეუსრულდა.



ფოტოზე: ჩინარა კოჯაევა

ჩინარა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მამის მხრიდან გახდა, რომელიც ქორწინებას აიძულებდა. როგორც თვითონ ყვება, გათხოვება არ უნდოდა და დახმარებას სთხოვდა ყველას, ვისთანაც ხმა მიუწვდებოდა - „როცა ნიშნობა გაიმართა, 15 წლის ვიყავი. მასწავლებელს მოვუყევი, რომ გათხოვება არ მინდოდა. მინდოდა მესწავლა და მერე გავთხოვილიყავი ისეთ ადამიანზე, რომელიც შემიყვარდებოდა. როდესაც ამის შესახებ პოლიციამ გაიგო, მამაჩემს ხელწერილი დააწერინეს, რომ არ გამათხოვებდა. 17 წლის რომ ვიყავი, ქორწილის თარიღი დანიშნეს და ჩვენს რაიონში მომუშავე ჟურნალისტს ვთხოვე, დახმარება. რის შემდეგაც სახალხო დამცველის აპარატიდან დამირეკეს და მითხრეს, არ შემშინებოდა. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე სახლიდან მათი დახმარებით წამოვედი“.
პროექტის მენეჯერი, ნატო გაგნიძე აღნიშნავს, რომ თავშესაფრის გუნდის დიდი ძალისხმევით და ჩინარასთან აქტიური მუშაობით მოხერხდა მისი დაყოლიება, რომ თავშესაფარში დარჩენილიყო: - „ის ძალიან ნერვიულობდა მშობლებზე. უკან დაბრუნების შიშის მიუხედავად, უნდოდა მათი ნახვა და სახლში დაბრუნება. დღეს, ჩინარა იმყოფება თავშესაფარში, გადის სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის პირველ ეტაპს - მასთან მუშაობით მოხდა მისი ინტერესთა სფეროების იდენტიფიცირება და შესაბამისად, სწავლობს ქართულს, გადის ვიზაჟის კურსებს და დადის ბოქსზე“.
„თავშესაფარში რომ მოვედი, ქართულად ლაპარაკი ძალიან მიჭირდა. დღეს უკვე, კარგად შემიძლია ლაპარაკიც, წერაც, კითხვაც. ინგლისურზეც დავდივარ. სკოლაში მხოლოდ 9 კლასი დავასრულე, მაგრამ სწავლის გაგრძელება ძალიან მინდა. ჩემი ოცნებაა, პოლიციელი ან უფლებადამცველი გავხდე. მინდა ჩემნაირ გოგონებს ვეხმარებოდე. თავშესაფარში ყველაფერში მხარს მიჭერენ. ვემზადები სწავლის გასაგრძელებლად და დავდივარ ბოქსზე, სიგელიც მოვიპოვე. ძალიან მომწონს მაკიაჟის გაკეთება და ვიზაჟის კურსებიც გავიარე. ახლა კი, როცა მზად ვიქნები, თავშესაფარში დამეხმარებიან, კოლეჯში გავაგრძელო სწავლა. არ მინდა ვიფიქრო იმაზე, რა მოხდებოდა, ამ ადგილას რომ არ მოვხვედრილიყავი. მე ძალიან გამიმართლა“, - ამბობს ჩინარა.


იანა 43 წლის ძალადობაგამოვლილი ქალია, რომელიც თავშესაფარში ძალადობის მძიმე ისტორიით აღმოჩნდა. ყოფილი მეუღლე მასზე 11 წლის მანძილზე სხვადასხვა ფორმით ძალადობდა. თავშესაფარში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს; მათთან ამ ეტაპზე თავშესაფრის მულტიფუნქციური ჯგუფი მუშაობს.



ფოტოზე: იანა წკარაშვილი

მიზეზი, თუ რატომ რჩებოდა მოძალადესთან იანა, სწორედ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებია - „წასასვლელი არსად მქონდა. პოლიცია რამდენჯერმე გამოვიძახე თავი რომ დამეცვა, მაგრამ პოლიცია რომ მოვიდოდა ხოლმე, ვფიქრობდი და ვხვდებოდი, რომ არ ვიცოდი სად წავსულიყავი, ან რომ წავიდოდი, რა უნდა მეკეთებინა, ამიტომ ისევ იქ ვრჩებოდი“, - ყვება იანა.

სოციალური რეინტეგრაციის პროგრამაში 6 თვის წინ ჩაერთო და ახლა პროგრამის პირველ ეტაპზე იმყოფება. იანა მუსიკოსია. ინსტრუმენტზე 2 წლიდან უკრავს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა საუბარი არ შეეძლო. განათლება კონსერვატორიაში მიიღო და ოჯახის შექმნამდე სიმფონიურ ორკესტრში უკრავდა. იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი მეუღლე დაკვრას უკრძალავდა, დაქორწინების შემდეგ ორკესტრიდან წამოვიდა და მას შემდეგ აღარ უმუშავია: - „ვერ იტანდა, როცა ვუკრავდი. ერთხელაც, ჩემი ვიოლინო აიღო, მოისროლა და გამიტეხა. იმდენად იყო დაზიანებული, დაკვრა აღარ შეიძლებოდა. თავშესაფარში მოსვლის შემდეგ რომ იკითხეს, რითი შეეძლოთ ჩემი დახმარება, პირველი რაც ვითხოვე, ვიოლინოს შეკეთება იყო და პროექტის ფარგლებში ეს თხოვნა შემისრულეს. მუსიკა მთელი ჩემი ცხოვრებაა. არ ვიცი, სხვა რა უნდა ვაკეთო, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა სფეროში“, - ამბობს იანა.
სწორედ მისი ინტერესიდან გამომდინარე, პროექტის გუნდმა მისი პროფესიული უნარების აღდგენა-გაუმჯობესებაზე დაიწყო ზრუნვა, რაშიც პედაგოგი ჩაერთო. ამ ეტაპზე კი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბარ-რესტორნების მფლობელებთან, მათთან შეთანხმების შემდეგ იანას იმედი აქვს, რომ სცენაზე კიდევ დაუკრავს. სამომავლოდ კი, თავად გეგმავს მუსიკა შეასწავლოს სხვებს, რაც მისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც სოციალური რეინტეგრაციის პროგრამაში არიან ჩართულები, ცდილობენ გაძლიერებას, პროექტის დახმარებით სწავლობენ, ინვითარებენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს და დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის ემზადებიან. ისინი თვლიან, რომ მოძალადესთან აღარ დაბრუნდებიან, რადგან ქალები მოძალადესთან არ უნდა ბრუნდებოდნენ.


მთავარ ფოტოზე : ნათია გიგილაშვილი

ავტორი: თამარ კურატიშვილი


სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.
სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ქალი / ძალადობა /
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.