საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 111%-ით შესრულდა
მორიგ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სხვა საკითხებთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგები განიხილეს.

საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის თქმით, შემოსავლები 111%-ით შესრულდა.
„2018 წლის ბიუჯეტში შემოსავლების ნაწილი 111%-ით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 90 %-ით შესრულდა. ეს საკმაოდ დამაკმაყოფილებელია. ასევე გადაჭარბებით შესრულდა გადასახადებიდან შემოსული თანხებიც, რაც შეეხება არაფინანსურ აქტივებეს ეს ნაწილი 58 %-ით შესრულდა. რაც იმით იყო გამოწვეული რომ აქუციონზე გატანილი ქონება ვერ გაიყიდა.“



| Print |
FaceBook Twitter Google