საზოგადოება
საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ  საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
უწყების ინფორმაციით, ჰაერი +15, +20 გრადუსამდე გათბება. 11 მარტს სითბოს ფონზე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.
თბილისში 11 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 7-9 მარტს +12, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 10-11 მარტს კი +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.
| Print |
FaceBook Twitter Google