საზოგადოება
სოფელ ბოდბეში, ფერმიდან, იორმუღანლოში მცხოვრები 84 წლის ქალი დაიკარგა
მეოთხე დღეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში მცხოვრებ 84 წლის ხანუმ გუსეინოვას ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ქალი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის ტერიტორიაზე ფერმაში იმოფებოდა, საიდანაც გაუჩინარდა.
მათივე თქმით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

-"რვა მარტიდან ვეძებთ, თუმცა ჯერ კვალს ვერ მივაგენით. სოფელ ბოდბესთან ახლოს, ფერმაში იყო შვილთან ერთად. მოხუცია და რაღაცეები ავიწყდებოდა, არ ვიცით, სად შეიძლება წასულიყო. პირველად დაიკარგა, მანამდე არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა."- ამბობს დაკარგული ქალის ახობელი ელვან გუსეინოვი.

სამართალდამცველები ინტენსიურ სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

თუ ვინმე შენიშნავთ ქალბატონს, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე : - 571 12 33 65 ან 557 27 15 55.
| Print |
FaceBook Twitter Google