საზოგადოება
პოლიციამ იორმუღანლოში მცხოვრები დაკარგული ქალი იპოვა
სამართალდამცველებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში მცხოვრები, გაუჩინარებული 84 წლის ხანუმ გუსეინოვა იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყების განცხადებით, მოხუცი თავს კარგად გრძნობს. ახლობლების ცნობით, მის კვალს პოლიციამ სოფელ ბოდბის მიმდებარედ, ტყეში მიაკვლია.

ცნობისთვის, ხანუმ გუსეინოვას რვა მარტიდან ეძებდნენ. ის ბოდბის ტერიტორიაზე ფერმაში იმოფებოდა, საიდანაც გაუჩინარდა.  ქალს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.


| Print |
FaceBook Twitter Google