საზოგადოება
შაშიანში ახალი ჭაბურღილი მოეწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო. როგორც ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელმა შაშიანში გაბრიელ ბოკუჩავამ აღნიშნა, ჭაბურღილიდან საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სოფლის ამბულატორია და 70 - მდე ოჯახი მომარაგდება.


„სოფელში დღეგამოშვებით გვაქვს წყალი, მაგრამ ზაფხულში, გვალვის დროს იყო პრობლემები. აქედან გამომდინარე დაიგეგმა ჭაბურღილის დამონტაჟება. სამუშაოები დეკემბერში დაიწყო და ამ დროისთვის დასრულებულია. დამონტაჟებულია რეზერვუარები, უბრალოდ ელექტროენერგიის მიყვანაა საჭირო და სულ მალე ჩაირთვება.“

მისივე თქმით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, დაფინანსდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 130 057 ლარია, რომელსაც შპს "ჰიდროგეო" ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ რომ გასულ წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, წყალმომარაგების 20 - მდე პროექტი განხორციელდა, მათ შორის დაფინანსდა 14 ახალი ჭაბურღილის მშენებლობა.

| Print |
FaceBook Twitter Google