საზოგადოება
"ნადიკვრის" პარკის სრული პერიმეტრი კამერებით გაკონტროლდება
თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, "ნადიკვრის" პარკის სრული პერიმეტრი სათვალთვალო კამერებით გაკონტროლება.

"ვიწყებთ ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციას, საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ტენდერს მაქსიმუმ ერთ კვირაში გამოვაცხადებთ. ტენდერი  ორი მიმართულებით გამოცხადდება, ეს არის სცენის და მის მიმდებარედ გასახდელების მოწყობა და მეორე, პარკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე მთელ პერიმეტრზე დამონტაჟდება სათვალთვალო კამერები. ვიმედოვნებთ რომ რეაბილიტაციის დასრულებას სეზონის გახსნამდე მოვასწრებთ,"- განაცხადა  ნარეკლიშივილმა speqtri.ge-სთან.

პარკის რეაბილიტაციისთავის დაახლოებით 390 ათასი ლარი დაიხარჯება.

| Print |
FaceBook Twitter Google