საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.


უწყების ინფორმაციით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსი იქნება.  19-21 მარტს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 19-20 მარტს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ხოლო 21 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google