საზოგადოება
კახეთში 60 მილიონი ლარის სხვადასხვა პროექტი განხორციელდება - გუბერნატორის პრეზენტაცია
2019 წელს კახეთში, რეგიონული განვითარების ფონდიდან, 350 პროექტი განხორციელდება, რომლის ღირებულება 60 მილიონ ლარს შეადგენს - ამის შესახებ დღეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მუნიციპალიტეტის მერებთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
გუბერნატორის ინფორაციით, ამ დროისთვის 73 პროექტია დაფინანსებული, თანხით 28 214 544 ლარი.

დაგეგმილია სასწრაფო დახმარების 10-მდე ცენტრისა და 10-მდე ამბულატორიის მშენებლობა, განხორციელდება 25-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია.
ასევე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის მეორე ეტაპი განხორცილედება, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოეწყობა წყალმომარაგების სათავე-და მაგისტრალი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის წყალმომარაგების სისტემას.

-„პრიორიტეტული მიმართულებებია: სკოლების, ბაღების, ამბულატორიების, სასწრაფო დახმარების სადგურების, გზების მშენებლობა, წყალმომარაგების გაუმჯობესება და გარე განათების მოწყობა. თანხა გამოიყოფა სტიქიის პრევენციისთვისაც. გათვალისწინებულია ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის თითოეული მცხოვრებისთვის. იგეგმება ისეთი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს კახეთში ტურისტული პოტენციალის გაზრდასა და ეკონომიკის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წელი კახეთისთვის ნაყოფიერი იქნება,“- განაცხადა ქადაგიშვილმა.

2019 წელს კახეთის რეგიონში დაახლოებით 120 საგზაო ინფრასტრუქტრურული პროექტი განხორციელდება, მათ შორის რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონაკვეთს, გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოსა და არხილოსკალო-საბათლოს გზას, ასევე დაგეგმილია თიანეთი-ახმეტა-ყვარელი- ნინიგორის მაგისტრალის მოწყობა.

სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად 10-მდე პროექტი განხორციელდება. ყვარელში უეფას მეორე კატეგორიის დონის მოედანი აშენდება, სოფელ გავაზში, სპორტული სტადიონის ტერიტორიაზე საჭიდაო მოედანი მოეწყობა, განხორციელდება დედოფლისწაყროში არსებული სტადონის რეაბილიტაცია.
რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, 276 დასახლებაში, 300-ზე მეტი პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების ფონდიდან კახეთისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახალი სასწავლო წლიდან გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვების
რაციონი შეიცვლება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლელა
თევდორაშვილის განმარტებით, ბავშვებს ოთხჯერადი კვება ექნებათ.
ახალი სასწავლო წლიდან გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვების რაციონი შეიცვლება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ბავშვებს ოთხჯერადი კვება ექნებათ.
18:42 / 19.08.2019
ააიპ-ი გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში სტრუქტურის
ოპტიმიზაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის 69 მოქმედ თანამშრომელს
ხელშეკრულება პირველ სექტემბრამდე აქვს გაფორმებული.
ააიპ-ი გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში სტრუქტურის ოპტიმიზაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის 69 მოქმედ თანამშრომელს ხელშეკრულება პირველ სექტემბრამდე აქვს გაფორმებული.
15:30 / 19.08.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ადმინისტრაციული შენობის
მიმდებარე ტერიტორიაზე, „ხილის ფესტივალი 2019“ ჩატარდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ხილის ფესტივალი 2019“ ჩატარდა.
19:19 / 17.08.2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით
ესტონეთის ქალაქ კუუსალუში იმყოფებოდა.მერის მოადგილის ლელა
თევდორაშვილის თქმით, დელაგაციის წევრები მუსიკალურ ფესტივალს
დაესწრნენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის ქალაქ კუუსალუში იმყოფებოდა.მერის მოადგილის ლელა თევდორაშვილის თქმით, დელაგაციის წევრები მუსიკალურ ფესტივალს დაესწრნენ.
17:58 / 16.08.2019
გურჯაანში მდებარე სპირტის ქარხანას - შპს „უნივერსალ სპირიტს“
ადგილობრივები გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებენ.
გურჯაანში მდებარე სპირტის ქარხანას - შპს „უნივერსალ სპირიტს“ ადგილობრივები გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებენ.
17:08 / 31.07.2019
სხვა ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო.
11:02 / 07-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს კიდევ ხუთი საგნის: მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
14:55 / 05-08-2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
11:39 / 01-08-2019
დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.
15:40 / 31-07-2019
სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის ვადები ცნობილია. რეგისტრაცია 31 ივლისს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.  
15:53 / 29-07-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლისთვის 619 პირველკლასელი დარეგისტრირდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, რიცხვი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.
15:32 / 25-07-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.