საზოგადოება
ვაჩნაძიანში ოთხი უბანი მოასფალტდება
უახლოეს პერიოდში სოფელ ვაჩნაძიანში ოთხი უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.


მარჩილაშვილების, მეგრელიშვილების, მოსემღვდლიშვილების და სტადიონის უბნებში, დაიგება ასფალტი, გაკეთდება ეზოებში შესასვლელები და დაიდგმება საგზაო ნიშნები.
მერის წარმომადგენლის სოფელ ვაჩნაძიანში სიმონ ლოლაძის განმარტებით, სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.


„ამ უბნებში ისეთი სერიოზული დაზიანებები იყო, რომ გავლა ჭირდა. მოსემღვდლიშვილების უბანში დროებით ხრეში დავყარეთ, რადგან გაუსაძლისი პირობები იყო. ოთხივე უბანი მოასფალტდება. ამისთვის დაახლოებით 855 ათასი ლარია გამოყოფილი. სატენდერო განცხადება უკვე ატვირთულია. პროცედურები სჭირდება და შემდეგ სამუშაოები დაიწყება.“
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / ვაჩნაძიანი /