საზოგადოება
საქართველოში ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს  საქართველოში ქარია მოსალოდნელი. უწყების ინფორმაციით ის ძირითადად თბილისში დღის მეორე ნახევარში გაძლიერდება, განსაკუთრებით კი ქალაქის გარეუბნებში.


22 და 23 მარტს და თვის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია დაფიქსირდება. 27 და 28 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე გათბება. დასავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა 26 და 27 მარტს მოიმატებს.  მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია თოვლი.


| Print |
FaceBook Twitter Google